Baby Bag

სტაჟირება მედია პორტალ MomsEdu.ge-ზე

სტაჟირება მედია პორტალ MomsEdu.ge-ზე

☝თუ ხარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ან უბრალოდ გაინტერესებს ეს სფერო, მაშინ შემოუერთდი ახალ მედია პორტალ ​MomsEdu​.ge-ს!

✔ჩვენ გაძლევთ შანსს, გაიაროთ სტაჟირება გამოცდილ გუნდთან ერთად სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

✔სტაჟირების ვადაა ორი თვე - ნოემბერი, დეკემბერი.

✔25 ოქტომბრამდე გამოგზავნე შენი მოკლე რეზიუმე (CV) და ორი ნამუშევარი ელ-ფოსტაზე [email protected] და გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

📌ძირითადი მოვალეობებია:

✔ ყოველდღიურად და ყოველკვირეულად აქტუალური თემებისა და საკითხების შერჩევა; სარეზერვო თემების მონიშვნა, ინტერვიუების დაგეგმვა და ჩაწერა. 

📌მოთხოვნები:

✔გამართულად და საინტერესოდ წერა; საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდში მუშაობის უნარი; კრეატიულობა; ენთუზიაზმი, სისხარტე;

❗❗MomsEdu.ge ახალი მედიაპორტალია, რომელიც ძირითადად დედებზე და მათ საჭიროებებზეა ფოკუსირებული. საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციებს, რომლებიც დედებს დაეხმარებათ, შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესისკენ.

პ.ს შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე

„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე

თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ დელტა შტამის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით მას მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება ახასიათებს:

​ადრე დაავადება იწყებოდა მარტივი სუბფებრილიტეტით, დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ იშლებოდა კლინიკური სურათი. ახლა კლინიკური სურათის აქტიურობა თავიდანვე გაშლილი მოდის. ძალიან შეწუხებულია პაციენტი. პირველი, ვისაც პაციენტი უკავშირდება, მისთვის საყვარელ და ნაცნობ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმისთვის პირველი სიმპტომატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ დღეს პაციენტი რომ იტყვის, რომ რესპირატორული სიმპტომები აქვს, მეორე დღეს გაშლილი გვევლინება თავისი ტემპერატურით და ა.შ.“

„კიდევ ერთი საოცრება დაფიქსირდა. ალბათ, ნელ-ნელა გამოიკვეთება კიდევ უფრო, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას. თუ სიმპტომებით იწყება დაავადება, თითქოს დინამიკა მიდის კარგად, მაგრამ რომ არ ველოდებით, ​უცებ ხდება სიმპტომების მკვეთრი გაშლა და დამძიმება პაციენტის მერვე-მეცხრე-მეათე დღეს. ეს წინა შტამებს არ ახასიათებდათ. მერვე-მეცხრე-მეათე დღიდან თითქოს დინამიკა კლებისკენ მიდიოდა და ჩვენც მშვიდად ვიყავით, ოჯახის ექიმები, რადგან მეთოთხმეტე დღეს ვიღებდით გამოჯანმრთელებას. ახლა ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ არ ვინერვიულოთ. შესაძლებელია მშვიდად მიმდინარე კლინიკა მეათე-მეთერთმეტე დღეს უცებ დამძიმდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა ნუცუბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად