ვენეციაში წყალდიდობის შედეგად, ქალაქის 75% წყლის ქვეშ მოექცა. წყალდიდობას ძლიერი ქარიც დაერთო და იტალიის ისტორიულ ქალაქში წყლის დონე 1,5 მეტრით გაიზარდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ვენეციის უდიდესი წყალდიდობაა.
ქალაქში შექმნილმა ვითარებამ როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს დიდი პრობლემები შეუქმნა, გართულდა გადაადგილება, დაიხურა დაწესებულებები.
როიტერსის ფოტოგრაფის, მანუელ სილვესტრის ამ 14 ფოტოში ვენეციაში წყალდიდობის შედეგად არსებული სიტუაცია ყველაზე კარგად არის ასახული.