Baby Bag

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა, როცა 3 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად პეკინის ქუჩაზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად ბავშვთან მივარდა და სახის არეში დაჭრა. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

12 წლის ქართველმა ბიჭმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა. მან სიმღერა „All by Myself“ შეასრულა და ჟიურის მოხიბვლა პირველივე წამებიდან შეძლო.  

სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური ცრემლებს ვერ იკავებდა. ჟიურის წევრებმა ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

ალექსანდრე სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში სულ ექვსი ბავშვია.

წაიკითხეთ სრულად