Baby Bag

„უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა...“ - რას იხსენებს ფეისბუქმომხმარებელი ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

„უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა...“ - რას იხსენებს ფეისბუქმომხმარებელი ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

ფეისბუქმომხმარებელი ნიკოლოზ ჰუმანოიდი სოციალურ ქსელში იმ ქალის შესახებ წერს, რომელმაც პეკინის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი ​დაჭრა. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„​დაახლოებით 2-3 წლის წინ, აბანოებთან ვასეირნებდი ლუკას (იქ ვცხოვრობდით) ლუკა ხელით მეჭირა, რადგან ბაღამდე წვრილი ტროტუარი იყო. უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა. უცებ ვერ მივხვდი რა მოხდა. ლუკამ თავზე რომ მოიკიდა ხელი, არაუშავს ძაან არ მეტკინაო მეუბნება. ალბათ წარმოგიდგენიათ რა დამემართა. მივვარდი, ხელი ვკარი და აბანოს აგურზე მიგორდა და ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ ალბათ გავგუდავდი. მერე ცოტა აზრზე მოვედი და ბავშვთან მივარდი, ეგეთი სახე ალბათ არ უნახავს. მამშვიდებდა. არაუშავს, არ მეტკინაო. ძააან დიდი ტრამვით დადის და ძაან სახიფათო ნაღმია. და, რამდენი ეგეთი მონსტრი მოძრაობს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.


გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ სრულად