Baby Bag

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 

​„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.

მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა,“ - ნათქვამია „მედიაცენტრ მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გულის გაჩერება გახდა. ნინი 30 წლის იყო. 

​Moms.ge იზიარებს მწუხარებს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

წაიკითხეთ სრულად