კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა სკოლაში პირველად წავიდა.
4 წლის შარლოტა ტომას ბატერსის სკოლაში დედამ და მამამ მიიყვანეს უფროს ძმა, ჯორჯთან ერთად. (პრინცი ჯორჯი 2017 წლიდან სწავლობს ამავე სკოლაში).
სასწავლო დაწესებულებაში 4-13 ასაკობრივი კატეგორიის 560 მოსწავლე სწავლობს. რაც შეეხება სემესტრულ გადასახადს, 6,429 £ შეადგენს.
რადგან შარლოტას ძმაც ამავე სკოლაში სწავლობს, ოჯახი ფასდაკლებით ისარგებლებს და სემესტრული გადასახადი 6,429 გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, 6,305 გირვანქა სტერლინგი იქნება.