Baby Bag

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,წყლის ბუყბუყი'' - ფილტვების მარტივი სავარჯიშო

,,წყლის ბუყბუყი'' - ფილტვების მარტივი სავარჯიშო

რა უფრო სასარგებლოა: ბუშტის გაბერვა თუ წყლის ბუყბუყი? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი'' პულმონოლოგი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე საუბრობს. 

ნახეთ ფილტვების მარტივი სავარჯიშო ☝️


 

წაიკითხეთ სრულად