Baby Bag

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ eSIM-ზე გადასვლას, გეტყვით რომ სწორი არჩევანია

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ eSIM-ზე გადასვლას, გეტყვით რომ სწორი არჩევანია

საქართველოში უკვე შესაძლებელია eSIM-ის გამოყენება. მთავარი, რაც ბილაინის eSIM-ს განასხვავებს არის ის, რომ მისი აბონენტი სრულად ონლაინ გადის აქტივაციის მთელ პროცესს. შესაბამისად, არცერთ ეტაპზე არაა საჭირო სადმე მისვლა. პროცესი სულ რამდენიმე წუთში სრულდება, ძალიან მარტივად.

eSIM -ით შესაძლებელია ახალი სიმ ბარათის აღება/ ახალი ნომრის აღება, არსებული ფიზიკური სიმის ჩანაცვლება, ასევე იდეალურია იმ შემთხვავაში, როდესაც თქვენს ტელეფონს არ აქვს ორი ფიზიკური სიმის მხრადაჭერა და გინდათ გქონდეთ ორი ნომერი. eSIM -ით შეგიძლიათ, გქონდეთ ფიზიკური სიმი და ასევე ელექტრონული, დამატებით და გექნებათ ორი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ eSIM , ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ უფასოდ იმავე QR კოდით აღადგინოთ.

eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ.

ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ​ვებ-გვერდზე.

R.

წაიკითხეთ სრულად