Baby Bag

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძარი ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7,2 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 250 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. 


შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე ძლიერი ხანძარი კალიფორნიაში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარი იყო.