Baby Bag

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 3-წლიანი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის ბავშვი გამვლელმა ქალმა 27 აგვისტოს დაჭრა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად პეკინის გამზირზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად მივარდა ბავშვთან და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

ბავშვი საიდანღაც ხომ ინფიცირდება? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის. როგორც იცით, ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამანი აცრილი - მილიარდ-ნახევარი აცრა ჩატარებულია უკვე. როგორც კი ეს საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ სრულად