Baby Bag

Moms.ge უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე

Moms.ge უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე

მედიაპორტალი ​Moms.ge თავისი ღირებულებებისა და პრინციპებიდან გამომდინარე, დაარსების დღიდან უარს აცხადებდა საიტზე რაიმე სახით განთავსებულიყო აზარტული თამაშების რეკლამა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის აზარტული თამაშების რეკლამირება და ამითი არ ირღვევა კანონი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მედია საშუალება ხელს არ უნდა უწყობდეს არაჯანსაღი გარემოს შექმნას. მით უმეტეს, ისეთი საიტი, როგორიც ​Moms.ge-ია, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა, დაეხმაროს დედებს სწორი და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში და ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდას.

ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი იზრდება, საზოგადოების დამოკიდებულება კი ამ პრობლემის მიმართ ერთმნიშვნელოვანია. 

​Moms.ge კი სრულად იზიარებს საზოგადოების ამ დამოკიდებულებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როგორც ამ ეტაპზე, ასევე მომავალში უარს იტყვის აზარტული თამაშების რეკლამირებაზე.