რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის სხვა წევრებმაც, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.
წუხელვე, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის მიზეზი, გამათბობელი გახდა.