Baby Bag

„მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის“ - პატრიარქის საახალწლო მილოცვა

„მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის“ - პატრიარქის საახალწლო მილოცვა

„გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ - ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის...

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ბედნიერებას გისურვებთ, კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

ამ სიტყვებით მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალი წელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ემიგრანტებო დაბრუნდით...სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ...ხელი ხშირად დაიბანეთო - ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

ემიგრანტებო დაბრუნდით...სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ...ხელი ხშირად დაიბანეთო -  ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ:
ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო;
სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო;
სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო;
ხელი ხშირად დაიბანეთო;
იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო;
ოჯახებისთვის მოიცალეთო;
სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა. ახლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.

ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?

ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ​მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს.

წაიკითხეთ სრულად