Baby Bag

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე მოსალოდნელი დაწევა საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ამჟამად ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

წაიკითხეთ სრულად