Baby Bag

თამარ ედილაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის

თამარ ედილაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა, ​თამარ ედილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომავალ წელს საქართველოს კონკურსზე გამარჯვება უსურვა. აღნიშულის შესახებ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ძალიან მადლობელი ვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი სიამოვნება იყო საბავშვო ევროვიზია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ შემდეგი წლის გამომსვლელსაც და გამარჯვება საქართველოს შემდეგ წელს“, - განაცხადა თამარ ედილაშვილმა.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მერვე ადგილზე გავიდა.

იხილეთ კომენტარი