Baby Bag

იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

77 წლის ასაკლში ​იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ფილმისათვის „უკანასკნელი იმპერატორი“ ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა. 

როგორც ცნობილია კინორეჟისორს სიმსივნე ჰქონდა. 

ბერტოლუჩი კარგად იყენებდა თავის ფილმებს პოლიტიკური აზრის გამოსახატავად: 1970 წელს გადაღებულ ფილმში „კონფორმისტი“ გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში „მეოცე საუკუნე“ გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების ბრძოლა. თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ კი სრულიად გაჟღენთილია პოლიტიკური იდეოლოგიით.