Baby Bag

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბავშვის დედას, რომელიც მარნეულშია, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. მას ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, - განაცხადა  ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)“ - ინგა მამუჩიშვილი

„შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)“ - ინგა მამუჩიშვილი

„ალფაკორონავირუსი 3D ეფექტით, ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს?! რამ გააბოროტა ასე!!! არ ვიცით, რას უპირებს მსოფლიოს, მაგრამ ქართველებს არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ხომ ყველაფერს ვუძლებთ! მსოფლიო დგას უკონტროლო საფრთხის წინაშე! 40 მილიონიანი რეგიონი კარანტინშია მოქცეული! სიმპტომები ჰგავს გრიპს, მაგრამ განსაკუთრებულად იკვეთება სუნთქვის უკმარისობა! არცერთი ანტივირუსული პრეპარატი არ მოქმედებს ამ ვირუსის რეპლიკაციაზე! 


გაამკაცრეთ სიფრთხილის ზომები! მეტი ჰიგიენა, მოერიდეთ დახურულ სივრცეებს, მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ფლავონოიდები: ნიორი, ხახვი, ცაცხვის, გვირილის, ჯანჯაფილის ჩაი, ლიმონი, ჟოლო, თაფლი, მდოგვი! მოერიდეთ ჩინელებს და ჩინური წარმოების პროდუქციას (რომელსაც წალეკილი აქვს ქართული ბაზარი) ნუ წაიყვანთ შეუძლოდ მყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში, განსაკუთრებთ სიცხით და ხველით!!! შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)... ნიღბებით ჯანმრთელი ადამიანების ქუჩაში სიარულს, სჯობია ავადმყოფის იზოლაცია მოვახდინოთ!!! იმედია, ხელისუფლებაც გაფხიზლდება და მეტად დაიწყებს ზრუნვას საკუთარ ხალხზე! გაამკაცრებენ მოსახლეობის მიგრაციის კანონს, ტემპერატურის გაზომვით აეროპორტში ვერაფერს ვერ მივაღწევთ! იქნებ ინკუბაციურ პერიოდშია ადამიანი და ვირუსული ინფექციის ნიშნები ჯერ არ აღენიშნება?!“

აღნიშნულის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.


არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად