Baby Bag

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა.

„ქალბატონი 3 აპრილს შემოყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რაც განპირობებული იყო თანმხლები დაავადებებით. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ,  დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება გართულებების მაღალ რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით

სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცლელად გთავაზობთ:

,,​სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან.

სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% დისტანციურად).

გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა.

არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად