Baby Bag

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ გადაყვანილი პაციენტი მარნეულის კლასტერს წარმოადგენს:

,,5 წლის ბავშვი უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებულნი არიან, თუმცა ისინი სხვაგან მკურნალობენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ბავშვები როგორც წესი, სუბიექტურად კარგად გრძნობენ თავს,“ - დასძინა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. 

ბოლო მონაცემებით:
  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 107
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5
  • კარანტინის რეჟიმში - 5223
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ავტორი: ნატო ღვინიაშვილი


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს იმდენად სპეციფიკური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად ტესტს აღარ იტარებენ''

,,ეს იმდენად სპეციფიკური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად ტესტს აღარ იტარებენ''

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავურისის დროს გემოსა და ყნოსვის დაკარგვაზე საუბრობს. მისი თქმით, ​ეს იმდენად სპეციფიური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად აღარ იტარებენ ტესტს.

,,ყნოსვა და გემო იკარგება დაახლოებით 30-40%-ში. ხშირად ამბობენ, ყნოსვის და გემოს დაკარგვას, სინამდვილეში შეიძლება, შეიცვალოს, გაუკუღმართდეს შეგრძნება. ეს უფრო ხშირად გემოს ეხება, მაგალითად, ხშირია პირში მეტალის გამო ან შეიძლება, მწარე ტკბილად მოეჩვენოთ და ა.შ. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დაიკარგოს გემოს შეგრძნება, შეიძლება, უბრალოდ შეიცვალოს. როცა ამ შეგრძნებებს კარგავენ ადამიანები, ხშირად ტესტს აღარ იტარებენ და არის ამაში ლოგიკა. გრიპის სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ცხვირის გაჭედვისას ხდება ყნოსვის დაქვეითება, მაგრამ კორონას დროს ეს სხვანაირია. კოვიდის დროს საერთოდ შეიძლება, ცხვირიდან არ იყოს გამონადენი და რინიტის სიმპტომები და უცებ ადამიანი ვეღარ გრძნობდეს სუნს, '' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად