Baby Bag

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ გადაყვანილი პაციენტი მარნეულის კლასტერს წარმოადგენს:

,,5 წლის ბავშვი უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებულნი არიან, თუმცა ისინი სხვაგან მკურნალობენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ბავშვები როგორც წესი, სუბიექტურად კარგად გრძნობენ თავს,“ - დასძინა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. 

ბოლო მონაცემებით:
  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 107
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5
  • კარანტინის რეჟიმში - 5223
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ავტორი: ნატო ღვინიაშვილი


შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი ტრაგედიის შემდეგ უფრო მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა, რომ ყველა ადამიანი იყოს კარგად” - მარინა ენდელაძე

„ჩემი ტრაგედიის შემდეგ უფრო მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა, რომ ყველა ადამიანი იყოს კარგად” - მარინა ენდელაძე
ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლმა მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ ტელეკომპანია „მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­ლის გა­და­ცე­მა­ში „შენი დილა“ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბაზე ისა­უბ­რა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედების​თვის 

წაიკითხეთ სრულად