„ჩვენთან არის ოჯახი, ოჯახის წევრმა, იმიტომ, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც, თვითონ გაეწერა კლინიკიდან და მისი ოჯახის წევრი, დედა ამ წუთას კვდება რეანიმაციაში. ესაა უპასუხისმგებლობა!“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „სპეცპროექტი COVID-19“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლევან რატიანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალურ დისტანცირებასა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე:
„ინფექციის შემომტანი უმეტესად არის ახალგაზრდა და ამიტომ ისინი უნდა გაჩერდნენ სახლში, წაიკითხონ წიგნი და გაერთონ ამით,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.