Baby Bag

,,ამ მეთოდით ოთხი პაციენტიდან სამს Covid19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს - ეს საოცარია''

,,ამ მეთოდით ოთხი პაციენტიდან სამს Covid19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს - ეს საოცარია''

,,​წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

„ბათუმში ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

„ეს არ არის მკვლელი ვირუსი, არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალურ...
ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს ქვეყანაშია დაწესებული, არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსთან ბრძოლ...

შეიძლება დაინტერესდეთ

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და მოისმინეს მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილიქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.

შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კოსმონავტი. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაპირდა, რომ შეუძენს პერსონალურ კომპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი, სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

წაიკითხეთ სრულად