ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 777 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების 60 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ჩატარდა 472 88 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 185, „პისიარ“ ტესტით – 12 103.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.