,,თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ველოსიპედების შემოყვანას მერია მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს:
„მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს,“ - დასძინა კახა კალაძემ.
გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“