„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში - პედიატრი თემურ მიქელაძე
ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვებმა შეიძლება, ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანონ:
,,ბავშვებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ასიმპტომურად. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ ასიმპტომური და მსუბუქად მტარებლობის გამო მათთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაქსიმალური პრევენციული ზომები უნდა გატარდეს, რომ მათ არ დაასნებოვნონ ჩვენი მოხუცები. მშობელმა შეიძლება, საერთოდ ვერ შენიშნოს, რომ ბავშვს აქვს კორონავირუსი, რადგან მსუბუქად და ლატენტურად მიმდინარეობს. თუ არსებობს ისეთი ეპიდანამნეზი, რომ ბავშვს საზღვარგარეთიდან ჩამოსულთან ჰქონდა კონტაქტი, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ახალი კორონავირუსის სიმპტომები კი გრიპის იდენტურია,'' - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.
ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)