„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება - ამ ომს ჩვენ მოვიგებთ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ წერს. მისი თქმით, წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება:
,,პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული.
წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
ჯანმრთელობას გისურვებთ
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.