Baby Bag

,,ტყუპებო, იმოქმედეთ სრულსწრაფობის გარეშე...ცოტა იძაბება სიტუაცია...''

,,​11 ივნისამდე დედამიწა შედის უარყოფით ენერგო ველში, ცოტა იძაბება სიტუაცია...'' - აღნიშნულის გათვალისწინებით როგორი იქნება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის მიმდინარე კვირა? 

მოისმინეთ მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა''

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა''

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის:

„გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ფა ჰეპატიტიანი და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად