Baby Bag

სპორცმენი თუ სპორტსმენი? - ამ შეცდომას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უშვებს

სპორცმენი თუ სპორტსმენი? - ამ შეცდომას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უშვებს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან და ამტკიცოს ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა - აღიშნულის შესახებ განცხადება მან გუშინ გააკეთა.

როგორც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, მასზე მამათილმაც იძალადა, როდესაც მას და მის შვილს დიდტარიანი საგნით გამოეკიდა. 

გამომდინარე აქედან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის სიტყვები სპორცმენი და სპორტსმენი. 

რომელია სწორი ფორმა? - სწორი ფორმაა სპორტსმენი (პირი, რომელიც სისტემატურად მისდევს სპორტს). 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის თქმით, ყოფილი მამამთილი მას და მის შვილს ძალიან დიდტარ...
​ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას ​​ყვება, რომ ყოფილი მამამთილი რაღაც საგნით გაეკიდა. როგორც იგი ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდ...
„არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად ა...
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან...
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ფოტოები სოციალური ქსელიდან
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჩოგბურთელმ...
ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - შარლოტას ფოტოები ინსტაგრამიდან
2 დღეა ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქტიურად წერს მედია. წერენ მასზე, მის მამაზე, ყოფილ მეუღლესა და გერმანელ შეყვარებულზე.როგორც ირკვევ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

ისტორიკოს ბუბა კუდავას ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში დასვენების დროს, როგორც თავად ისტორიკოსი ამბობს დაუჯერებელი ისტორია გადახდა.  

ბუბა კუდავა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ​Moms.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!).

ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...

ქალბატონო ეთერ,
დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).

ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო,
არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება.

ახლა გთხოვთ.
(გაზიარებისას გთხოვთ ტექსტიც დააკოპიროთ)

ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

პატივისცემით,
ბუბა კუდავა,
#თუთამარიამი-ს მამა
18 ივლისი, 2019.

. . . . . . . . . . .

P. S.
ამასობაში ფბ-გვერდი გაუუქმებიათ.
კარგია! ანუ გეგმა მუშაობს. ანუ ბიზნეს-რეპუტაციის შელახვა ხშირად მშვენიერი გამოსავალია,“ - აღნიშნავს ბუბა კუდავა.

ბუბა კუდავას სოციალურ ქსელში სასტუმროს მეპატრონე ეთერ პაპიაშვილი პასუხობს. სასტუმროს დიასახლისის საპასუხო წერილი იხილეთ ბმულზე -„პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები...“ - სასტუმროს მეპატრონე ბუბა კუდავას პასუხობს

წაიკითხეთ სრულად