Baby Bag

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი - ბრძანება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის დროებითი წესები განისაზღვრა.

ბრძანების თანახმად, სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, ვის შეუძლია ქორწინების რეგისტრაციისას დასწრება. დოკუმენტის თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ:

  • მათი მშობლები;
  • მოწმეები;
  • ერთი ფოტოოპერატორი. 


​ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების ამ მუხლის ამოქმედებამდე სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე.

ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ამავე ბრძანებით, ეს დროებითი წესი იმოქმედებს:

ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან;

ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ზუგდიდში ახალგაზდა ბიჭი, რომელიც შეყვარებულის გამო ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, 3020 ლარით დააჯარიმეს

​ზუგდიდში ახალგაზდა ბიჭი, რომელიც შეყვარებულის გამო ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, 3020 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში ახალგაზდა ბიჭი, რომელიც შეყვარებულის გამო ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, 3020 ლარით დააჯარიმეს.

• 2000 ლარით – კომენდანტის საათის დარღვევის გამო,
• 1000 ლარით – თვითმკვლელობის მცდელობის გამო,
• 20 ლარით – ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების გამო.

ინფორმაციას ​სამეგრელო news ავრცელებს. 
წაიკითხეთ სრულად