კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება“
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით:
„წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო „ლოკდაუნზე“. მე მინდა გითხრათ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგორვონ. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ - ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.