კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო - ზუგდიდში სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს
ზუგდიდში, სოფელ კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. მრავალშვილიანო დედის ლუდმილა ასლანდიას თქმით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს.
,,ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან," - აღნიშნა მან.
ოთხი შვილის დედა დახმარებას და ბავშვებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს.