კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
,,პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი კოშმარული სცენარი სამწუხაროდ აბსოლუტურად რეალურია''
,,ჩემი პოსტის შინაარსი საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა. (მართლა ვერ გაიგეს და ახსნის მერე შევთანხმდით პოზიციებზე) ვინც გაიგო და მაინც მლანძღავს იმათთვის აზრი არ აქვს ლაპარაკს, ცხადია,'' - აღნიშულით ექიმი ლევან ხარაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.
გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,1. პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი კოშმარული სცენარი სამწუხაროდ აბსოლუტურად რეალურია. ამის მაგალითი გვაქვს კორეაში. დისტანცირების მნიშვნელობაზე აღარ დავწერ. ასეთივე ბომბი აღმოჩნდა იტალიაში საფეხბურთო მატჩი. 2. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, სამწუხაროდ ზოგიერთს კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებებში, დანარჩენ მედპერსონალს კი საჯაროდ არაერთხელ გადავუხადე მადლობა 3. პოსტპანდემიური სიტუაციის აღწერისას ზუსტად ის დამოკიდებულება აღვწერე ექიმების მიმართ, რაც პანდემიამდე იყო საზოგადოებაში. არაერთხელ გავულანძღივართ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ექიმებს, ახლა რომ ეძახიან გმირებს. 4. ბატონ ამირანს რაც შეეხება, ჩემგან დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. ეს ზოგიერთებისთვის იყო მოსაწყენი, ზოგმა არც იცოდა მისი არსებობის შესახებ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და ლუგარის ცენტრთან წლებია ვთანამშრომლობ, ჯერ იმ დროიდან, ზოგიერთები რომ ლანძღავდნენ და დაავადებათა კონტროლს კიდევ საჯაროდ ვაქებ ყველა გამოსვლაში და მადლობას არაერთხელ გადავუხდი კიდევ. 5. და ძალიან მნიშვნელოვანი - ეს ჩემი პირდი მოსაზრება - სტატუსია და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ორგანიზაციებთან სადაც ვმუშაობ. და იმედია ყველაფერი ასე არ მოხდება და მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ პანდემიას,'' - აღნიშნავს ექიმი.