კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
,,უფასო კლინიკის იდეა - არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ''
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში უფასო კლინიკის შესახებ წერს. მისი თქმით, არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ:
,,უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ათობით ბიზნესმენს, ხელმძღვანელს, იურისტს შევხვდი, საქართველოს საზღვრებსაც კი გავცდი. არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ. აბსულუტურად არავის, არც ღარიბი ადარდებთ და არც- ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ და უფრო ძვირად მთავაზობდნენ ყველაფერს. ჩემით კიდევ 7 მილიონ დოლარს ალბათ ცხოვრების ბოლომდეც ვერ ვიშოვი. ხალხის ფულს არ ავიღებ და ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპავაო. სამწუხაროდ, ხალხის ფულითაც ვერ შეგროვდება ამდენი.
ადამიანი ძალიან სუფთა სინდისით ვარ.
არ გამოდის უფასო კლინიკა, არა უშავს. ფასიანი იქნება, მაგრამ მაინც არ დავნებდები, ამჯერად სხვა მიდგომით ვიქნები.
ბევრს გაუხარდება, რომ “უფასო კლინიკის” მიზანს ვერ მივაღწიე, ბიზნესი არ გაუფუჭდებათ,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.