დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მკითხულობდა, ჩემზე დარდობდა! ჩემთვის უცხო ადამიანები მწერდნენ და მამხნევებდნენ. ეს იმხელა ნუგეში იყო იმ რთულ დღეებში!
მე ჩემს თავზე არ ვდარდობდი, ცრემლი არ შემშრობია, რაც გავიგე, რომ კორონა აღმომაჩდა. ვტიროდი გაუჩერებლივ იმის დარდით, რომ სხვას არ გადასდებოდა და სხვისი ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა! იყვნენ ადამინები და სამწუხაროდ, ვკითხულობდი მათ კომენტარებს, როგორ მაკრიტიკებდნენ, შელამაზებულად მლანძღავდნენ, გულს უფრო მიკლავდნენ, მე კი მათ ვეტყვი - სიბრალური და მეტი სიყვარული ჰქონდეთ ადამინებისადმი.
დღეს 21-ე დღეა, რაც ტაძარში ვიყავი და ვეზიარე. ლაზარეს შაბათს ვიყავი მარტყოფის მონასტერში, მამა ბენიამინს ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე და ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, ვინც იმ დღეს
მეორე დღეს ბზობა იყო. წირვაზე წავედი, დავიცავი ყველა რეკომენდაცია (დისტანცია, პირბადე, ხელთათმანი). წირვაზევე შეუძლოდ
მადლობა ღმერთს, გავიდა 14, 21 დღეც და არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს!