ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და მას მიკროავტობუსი დაეჯახა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.