Baby Bag

გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო - ზუგდიდში​ სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს

გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო - ზუგდიდში​ სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს

​ზუგდიდში, სოფელ კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. მრავალშვილიანო დედის ლუდმილა ასლანდიას თქმით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს.

,,ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან," - აღნიშნა მან.

ოთხი შვილის დედა დახმარებას და ბავშვებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს.

წყარო: რადიო ​,,ათინათი"

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩცდ-ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ...

ჩცდ-ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ...

დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ - ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ,“ - აღნიშულის შესახებ სერიალის სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს. 

ჩემი ცოლის დაქალები არის ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც 2011 წლიდან ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას რუსთავი 2-ზე გადიოდა. 

ოქტომბრიდან კი სერიალს ახალ არხზე იხილავთ.

წაიკითხეთ სრულად