Baby Bag

„დიდ ბოდიშს ვუხდი ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო...მეტი რა გავაკეთო“ - ლია ჩხენკელი მორიგ განმარტებას აქვეყნებს

„დიდ ბოდიშს ვუხდი ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო...მეტი რა გავაკეთო“ - ლია ჩხენკელი მორიგ განმარტებას აქვეყნებს

„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - ასე განმარტავს პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის კომენტარს, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ამ განცხადებამდე მან კიდევ ერთი ​განმარტება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია: 

ტელეფონები, რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები და აკრეფილი ასოები თუ ემთხვევა რომელიმე სიტყვის დასაწყისს, ავტომატურად ასრულებს სიტყვას. პედაგოგის თქმით, უწყინარი უნდა დაეწერა, ტელეფონმა კი ავტომატურად უწიგნური დაწერა,“ - ეწერა პედაგოგის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდ​ნე დედები

,,უწყინარი უწიგნურის ნაცვლად - თქვენი გადასაწყვეტია, გჯერათ თუ არა'' - მასწავლებელი გიორგი...
მასწავლებელ ლია ჩხენკელის სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რექცია მოჰყვა.,,ამდენ...
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი ლია ჩხენკელი არ არი...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს საზაგადოების განრისხება მოჰყვა. საელჩო ამტკიცებდა, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ორსული ქალი მსახიობი იყო და მას „ძალიან რეალისტური მაკიაჟი“ ჰქონდა გამოყენებული. აღნიშნული პოსტი Twitter-მა დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით წაშალა.

ორსული ქალბატონის ფოტოსთან დაკავშირებით რუსეთის საელჩო წერდა: „მას ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს. ის კარგად მუშაობს თავის სილამაზის ბლოგებზეც. შეტევის დროს ის ვერ იქნებოდა სამშობიაროში, რადგან შენობა დიდი ხანია აიღო ნეონაცისტურმა აზოვის ბატალიონმა, რომელმაც თანამშრომლებს ადგილის დატოვება უბრძანა.“

ცრუ ბრალდებები თავდაპირველად რუსული Telegram არხებიდან გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბლოგერმა დაბომბვის დროს ორი განსხვავებული ორსული ქალის როლი ითამაშა.

რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელებას დღემდე უარყოფს და ომთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ვირტუალურ სივრცეში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და საზოგადოება ხშირად შეცდომაში შეჰყავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში რუსეთის საელჩოს Twitter-მა პლატფორმის წესების დარღვევის გამო უკვე სამი პოსტი წაუშალა.

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ქალი უკრაინელი ბლოგერი მარიანა პოდგურსკაიაა, რომელიც ორსულად არის.

წყარო:​ techcrunch.com

წაიკითხეთ სრულად