Baby Bag

„თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში“ - რას წერს თსუ გარდაცვლილ გოგოზე?

„თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში“ - რას წერს თსუ გარდაცვლილ გოგოზე?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის სტუდენტის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს.

„თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში - უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“, - აღნიშნულია 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ​„ინტერპრესნ​იუსი“ ავრცელებს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომან...

შეიძლება დაინტერესდეთ

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 

​„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.

მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა,“ - ნათქვამია „მედიაცენტრ მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გულის გაჩერება გახდა. ნინი 30 წლის იყო. 

​Moms.ge იზიარებს მწუხარებს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

წაიკითხეთ სრულად