Baby Bag

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს'' - რა დაასრულებს პანდემიას?

,,მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს'' - რა დაასრულებს პანდემიას?

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის დასრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო პანდემიას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დაასრულებს:

,,მინდა ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს, თუ ჩვენ ვაქცინაციის მოცვის მაქ­სი­მა­ლუ­რ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლს მი­ვაღ­წევთ, არ მოვ­ხვდე­ბით კლი­ნი­კებ­ში და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს შე­ვიმ­ცი­რებთ, პრაქტიკულად ეს ნიშ­ნავს რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ამას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მი­აღ­წევს და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დაგ­ვიგ­ვი­ან­დე­ბა, თუ ფეხს ვერ ავუ­ბამთ ამ ყვე­ლა­ფერს,'' - აღიშნავს ბიძინა კულუბეგოვი. 

ნახეთ ვიდეო 

წყარო: ,​,ევრონიუს ჯორჯია''

წაიკითხეთ სრულად