Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართვეკლოში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ:

,,31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ არ ჩავიკეტოთ. 

სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გონებით თუ იფიქრებ, საქართველო იყო ჩასაკეტი 2021 წლის 1 ივლისში. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებუთ) რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო.

მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ.

არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად