Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„დიდ ბოდიშს ვუხდი ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო...მეტი რა გავაკეთო“ - ლია ჩხენკელი მორიგ განმარტებას აქვეყნებს

„დიდ ბოდიშს ვუხდი ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო...მეტი რა გავაკეთო“ - ლია ჩხენკელი მორიგ განმარტებას აქვეყნებს

„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - ასე განმარტავს პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის კომენტარს, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ამ განცხადებამდე მან კიდევ ერთი ​განმარტება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია: 

ტელეფონები, რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები და აკრეფილი ასოები თუ ემთხვევა რომელიმე სიტყვის დასაწყისს, ავტომატურად ასრულებს სიტყვას. პედაგოგის თქმით, უწყინარი უნდა დაეწერა, ტელეფონმა კი ავტომატურად უწიგნური დაწერა,“ - ეწერა პედაგოგის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.



წაიკითხეთ სრულად