Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ შეიძლება არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა“

„საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ შეიძლება არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა“

„​საქართველოში პიკი არ გვქონია, ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.

„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია. ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ შეიძლება არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც ჩვენ საკარანტინო ზონებში გვაქვს განხორციელებული, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად