Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

კერძი, რომელიც თქვენი პატარას კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს

კერძი, რომელიც თქვენი პატარას კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს

ბროკოლი რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ეს უკვე იცით. 

დღეს ​Mo​msedu.ge ბროკოლის პიურეს მომზადების რეცეპტს შემოგთავაზებთ. 

ამისთვის დაგჭირდებათ ბროკოლი - 500 გრამი და კარაქი 2 ჩ.კ

გარეცხილი და დანაწევრებული ბროკოლი ადუღებულ წყალში ჩავყაროთ, ვხარშოთ 2-3 წუთი. იმისთვის, რომ დარბილდეს, ჩავტოვოთ ადუღებულ წყალში დაახლოებით 6-7 წუთი. შემდეგ დავაბლენდეროთ (ან საცერზე გახეხეთ) და დაბლენდერებული მასა ისევ რამდენიმე წამით წამოადუღეთ. დაუმატეთ კარაქი და მარილი გემოვნებით.


იხილეთ ასევე: 

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ბროკოლი...  

რა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს სწორი კვების უნარ-ჩვევები


წაიკითხეთ სრულად