„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პანდემია მოსალოდნელი არ არის:
„არსებული მონაცემებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს. ამას რამოდენიმე ახსნა აქვს: მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ვირუსი, არსებობს საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინები, რომელიც ამ ჯგუფის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. მაიმუნის ყვავილს არ აქვს ის უნარი, რომელიც ჰქონდა კორონავირუსს, რომ ადვილად გავრცელდეს და მოკლე ვადაში მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება.
არაენდემურ კერებში, თუ არ ვცდები, მაქსიმუმ 2000-მდე შემთხვევა გვაქვს ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გავრცელების გზებში ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო და ახლო კონტაქტი ინფიცირებულთან. თუ დაინფიცირებული ადამიანის გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ეს ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, არის რისკები, რომ დავინფიცირდეთ. მაიმუნის ყვავილი გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და მჭიდრო, ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ დაავადებული ცხოველისგან, თუმცა ძირითადად მაინც ჭარბობს ადამიანიდან ადამიანზე გადადება,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.