„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
წინამორბედი ნიშნების გარეშე, ამ სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ეჭვი კორონავირუსზე უნდა მივიტანოთ - ექიმი კორონას ძირითად სიმტომს ასახელებს
ყნოსვის უცაბედი დაკარგვა და კოვიდ-19 - აღნიშნულ თემაზე პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი საუბრობს.
„ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიმპტომატიკა ახასიათებს კორონავიურსს, თუმცა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ვჯერდებით, რომ კოვიდის დროს ყნოსვის დაკარგვა მოწმენდილ ცაზე, უცბად ვითარდება, ეს არის ძირითადი სიმპტომი,“ - აღნიშნავს გიორგი გოგნიაშვილი