„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
რეგისტრაცია დაიწყო ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლიდან მოწვეული ტრენერები ატარებენ - ტრენინგი დაგეხმარებათ დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ (I-IV) გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები ნარგიზი იარაჯული, მანანა ხუციშვილი, მადონა ბერუაშვილი აღნიშნავენ, რომ ტრენინგები მათ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე ჩაბარებაში დაეხმარათ:
„ტრენინგები ძალიან დაგვეხმარა გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ აპლიკანტები.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს. ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.
მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლიდან მოწვეულ სერტიფიცირებულ ტრენერებთან. ტრენერები პედაგოგებს შეასწავლიან, როგორ უნდა დაწერონ გამოცდა ისე, რომ მაღალი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახურონ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის რამდენიმე ტრენერი გამოცდებსაც ასწორებს. მათ მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული ამომწურავად პასუხობს გამოცდის სპეციფიკას.
ტრენინგებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდება. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს მიეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.
რეგისტრაცია მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ კურსზე, რომელშიც შედის შემდეგი საგნები:
ქართული,
მათემატიკა,
ბუნება,
აკადემიური უნარები
ტრენინგის ხანგრძლივობაა 48 საათი, მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 3-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით (აუდიტორიაში) - 200 ლარი, ონლაინ მეცადინეობა - 180 ლარი.