„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
,,PCR ტესტი შეიძლება, დადებითი იყოს 3 თვემდე...'' - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით წერს
სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსზე ახალ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,როგორც ვიცით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ პაციენტებს, ვისთანაც სიმპტომების დაწყებიდან გასული აქვთ 10 დღე (და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე) ან უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში პირველი დადებითი PCR ტესტიდან გასულია 10 დღე, აღარ ჩაუტარდეთ განმეორებითი PCR ტესტი და პირდაპირ ჩაითვალონ გამოჯანმრთელებულებად.
ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოცდილებას. საქმე იმაშია, რომ PCR განმეორებითი ტესტირების დროს ბევრი რეალურად გამოჯანმრთელებული ადამიანის ტესტის პასუხი კვლავ რჩება დადებითი. რეალურად კი ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ. უბრალოდ, ისინი კვლავ გამოყოფენ ვირუსული რნმ ფრაგმენტებს, ანუ მათი PCR ტესტი შეიძლება ისევ დადებითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გადამდებია.
როგორც გვახსოვს, თავდაპირველად პაციენტების კლინიკებიდან გაწერა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 24 საათში ორჯერადად უარყოფითი ტესტის პასუხი ჰქონდათ. ამის გამო ისინი, ვისაც ტესტი დადებითი ქონდათ, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ხანდახან კვირაობით რჩებოდნენ სტაციონარში, არადა, არც თავიანთი ჯანმრთელობის მხრივ და არც ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ ვირუსული რნმ-ის შემორჩენილი ფრაგმენტები ესაზღვრებოდათ.
PCR შეიძლება დადებითი იყოს 3 თვემდე. თუმცა ყველა კვლევა და ფაქტები მოწმობს, რომ ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები. ამიტომ ასეთ პაციენტებს აღარ ევალებათ იყვნენ იზოლირებულები, რადგან ისინი ითვლებიან გამოჯანმრთელებულებად და არ წარმოადგენენ ინფეციის წყაროს.
ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არა აქვთ, იზოლაციისგან განთავისუფლებულებად ითვლებიან პირველი დადებითი PCR ტესტიდან 10 დღეში და აღარ წარმოადგენენ რისკს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.