„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოში ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები კლავენ - ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოში ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები კლავენ - აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში 2014-2018 წლებს მოიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. გაანალიზებული 83 საქმიდან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 - ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე ეხება როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას, ყველაზე ხშირად ქალის მიმართ ჩადიან ქმრები/პარტნიორები, ყოფილი ქმრები/პარტნიორები ან შეყვარებულები 15, მიუხედავად იმისა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი ოდესმე ერთად ან თანაუგრძნობდა თუ არა მსხვერპლი მათ.
ფემიციდის ჩადენის ან მცდელობის მოტივი კი ძირითადად შურისძიებაა.
ანგარიშში აღნიშულია, რომ სახალხო დამცველი იყენებს ფემიციდის შემდეგ განმარტებას: ,,ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.''