Baby Bag

​„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად“ - გიორგი გახარია

​„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:

„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყება დისტანციურად 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო
​თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.„დღეს...

შეიძლება დაინტერესდეთ

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოს“ მაყურებლებს საქართველოს აცნობს - ვიდეო

„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოს“ მაყურებლებს საქართველოს აცნობს. კლიპი ძირითადად ძველი თბილისის ტერიტორიაზეა გადაღებული და მოდელი ჩვენი ქვეყნის შესახებ უყვება მსოფლიოს. 

გარდა ამისა, „მის საქართველო“ საკუთარ თავზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან უყვარს ვარჯიში და წერა. 


წაიკითხეთ სრულად