„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. მომღერალს გოგონა შეეძინა და სახელად გაბრიელა დაარქვა.
თაკომ ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
გაბრიელა 20 იანვარს ავსტრიაში, წმინდა ჟოზეფის სახელობის ჰოსპიტალში დაიბადა.
თაკო გაჩეჩილაძე 2018 წლის შემოდგომაზე გათხოვდა. მისი მეუღლე ცნობილი ბულგარელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია. ორსულობის პერიოდში თაკო ქმრის გვარზე გადავიდა. წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს „ევროვიზიაზე“ გაიცნო. მოგვიანებით პარიზში დაინიშნენ და დაქორწინდნენ.